logo
ENG



სარჯველაძის თქმით, ესტონეთის პრეზიდენტზე კალაძის შეფასებას "ვერ გაკიცხავს"

27 აგვ 202113:56
3 წუთის საკითხავი
 
სარჯველაძის თქმით, ესტონეთის პრეზიდენტზე კალაძის შეფასებას "ვერ გაკიცხავს"
ფორმულა

ქართული ოცნების დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ თბილისის მერის შეფასებას ესტონეთის პრეზიდენტის განცხადებაზე, "ვერ გაკიცვას". სარჯველაძეს მიაჩნია, რომ კალაძის კრიტიკა არადიპლომატიური არ იყო.

"შინაარსობრივად კი უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი ქვეყნის პერსპექტივები ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისა, ფასდება სრულიად სხვა ფორმატებში, სხვაგვარად და იქ გაკეთებული შეფასებები სრულიად განსხვავებულია იმისგან, რაც თქვენ ბრძანეთ. საქართველოს აქვს საკმაოდ დიდი და სტაბილური პროგრესი ამ მიმართულებით, გვაქვს საფუძველი ვთქვათ, რომ ეს მომავალშიც გაგრძელდება. მე არ მგონია, რომ საქართველოს ამ შემთხვევაში შეიძლება ჰქონდეს ვინმესგან სასაყვედურო, აქედან გამომდინარე ვერ გავკიცხავ ვერც ერთ შემთხვევაში ამ შეფასებას", - ამბობს სარჯველაძე ჟურნალისტებთან.

ესტონეთის პრეზიდენტმა, კერსტი კალიულაიდმა უკრაინულ მედიასთან განაცხადა, რომ უკრაინა, მოლდოვა და საქართველო ჯერ არ არიან მზად ევროკავშირის წევრობისთვის. მისივე თქმით, სამივე ქვეყანას უამრავი პირობა აქვს შესასრულებელი. 

საქართველოს მეგობარი სახელმწიფოს პრეზიდენტის განცხადებაზე კი კალაძემ თქვა, რომ "ყველამ თავის ქვეყანას უნდა მიხედოს". 

27 აგვისტოს კალაძეს კალიულაიდის შესახებ ისევ დაუსვეს კითხვა. თბილისის მერს მიაჩნია, რომ ესტონეთის პრეზიდენტის განცხადებები შეურაცხმყოფელი იყო და არასწორი დამოკიდებულება გამოიჩინა.

 


close დახურვა